Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 11

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 11. თავდაცვის ძალების სახეობები და შემადგენლობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თავდაცვის ძალების სახეობებია: სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია.

2.თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) გენერალური შტაბი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შემუშავება და თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის ხელშეწყობა; ბ) აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება; გ) დასავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება; დ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საჰაერო სივრცეში დასახული ამოცანების შესრულება, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერის განხორციელება და ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა; ე) სპეციალური ოპერაციების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების ჩატარება, თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მხარდაჭერა; ვ) ეროვნული გვარდია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ტერიტორიული რეზერვისა და სამობილიზაციო რეზერვის მართვა; ზ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − სამხედრო პოლიცია), რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კოდექსის IV თავით; თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება; ი) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფა; კ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერის განხორციელება.

3.საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან აგრეთვე: ა) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა.ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; ა.ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; ა.გ) კიბერუსაფრთხოების ბიურო; ა.დ) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ბ.ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; ბ.ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ბ.გ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; ბ.დ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ბ.ე) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის: გ.ა) საბრძოლო ან ობიექტების დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები; გ.ბ) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოების მოსამსახურეებზე ვრცელდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

5.საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში თავდაცვის ძალები თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით მოქმედებენ წინასწარ განსაზღვრული, განსხვავებული საშტატო სტრუქტურით.

6.საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სუბიექტების სამხედრო მართვას ახორციელებს თავდაცვის ძალების მეთაური.

7.საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს ურთიერთქმედების კოორდინირებულად განსახორციელებლად ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, მშვიდობიანობის დროს სამინისტროს კოორდინაციით გაცვალონ სათანადო ინფორმაცია, უზრუნველყონ ერთობლივი წვრთნების/ტრენინგების/სწავლებების დაგეგმვა/ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. თავდაცვის ძალების სახეობებია: სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია. 2. თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) გენერალური შტაბი, რომლის ძირითადირომელიც დანიშნულებააახორციელებს თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შემუშავებაშემუშავებასა და დაგეგმვას და რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის ხელშეწყობა; ბ) აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობისოპერაციის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება; გ) დასავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობისოპერაციის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება; დ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საჰაერო სივრცეში დასახული ამოცანების შესრულება, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერის განხორციელება და ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა; ე) სპეციალური ოპერაციების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების ჩატარება, თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მხარდაჭერა; ვ) ეროვნული გვარდია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ტერიტორიული რეზერვისა და სამობილიზაციო რეზერვის მართვა; ზ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − სამხედრო პოლიცია), რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კოდექსის IV თავით; თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება; ი) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავდაცვის ძალების პერსონალის სპეციალური სამხედრო განათლებით უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფა; კ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერის განხორციელება. 3. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან აგრეთვე: ა) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა.ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; ა.ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; ა.გ) კიბერუსაფრთხოების ბიურო; ა.დ) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ბ.ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; ბ.ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ბ.გ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; ბ.დ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ბ.ე) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის: გ.ა) საბრძოლო ან ობიექტების დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები; გ.ბ) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოების მოსამსახურეებზე ვრცელდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 5. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში თავდაცვის ძალები თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით მოქმედებენ წინასწარ განსაზღვრული, განსხვავებული საშტატო სტრუქტურით. 6. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სუბიექტების სამხედრო მართვას ახორციელებს თავდაცვის ძალების მეთაური. 7. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს ურთიერთქმედების კოორდინირებულად განსახორციელებლად ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, მშვიდობიანობის დროს სამინისტროს კოორდინაციით გაცვალონ სათანადო ინფორმაცია, უზრუნველყონ ერთობლივი წვრთნების/ტრენინგების/სწავლებების დაგეგმვა/ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-26
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 10თავდაცვის ძალები
  • 88თავდაცვის ძალების რეზერვის შემადგენლობა
  • 9სამინისტრო

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 7სადაზვერვო დაწესებულებები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 70თავდაცვის ძალები

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 1სადაზვერვო საქმიანობა

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 4სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეები
  • 8ტერიტორიული რეზერვი

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 6სახელმწიფო თავდაცვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 5სამსახურის საქმიანობის  მიმართულებები

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 38სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებები

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 40საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სპეციალურ საშულებათა გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1703840765481088911
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისადაზვერვო საქმიანობის…საქართველოს კონსტიტუცი…სადაზვერვო საქმიანობის…თავდაცვის ძალების რეზე…ეროვნული უსაფრთხოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026