საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 9 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) ინსპექტირების სამმართველო; გ) იურიდიული სამმართველო; დ) ინკასაციის სამმართველო; დ 1 ) მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო; ე) დაცვის ორგანიზაციის სამმართველო; ვ) ადმინისტრაცია (სამმართველო); ზ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; თ) შიდა აუდიტის სამსახური; ი) (ამოღებულია - 25.12.2023, №99); კ)  ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.

2.ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით; კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება.

3.ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება.

4.იურიდიული სამმართველოს კომპტენციაა: დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ წინადადებების მომზადება; სამართლებრივ საკითხებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების განხილვა, მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა და ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა.

5.ინკასაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა (ინკასაცია) და დაცვა-გაცილება გადაზიდვის დროს.

5¹.მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილება.

6.დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა: საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ობიექტების, აგრეთვე წესრიგის დაცვის ორგანიზება; დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციების შემუშავება, პრაქტიკულ საქმიანობაში მათი დანერგვა და შესრულების კონტროლი, დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფა, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვა და მონტაჟი; ობიექტის მოზიდვის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება; დეპარტამენტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; დეპარტამენტში არსებული კომპიუტერული ქსელის მართვა.

7.ადმინისტრაციის კომპეტენციაა: კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; დეპარტამენტის საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევათა და შემთხვევათა შესახებ განცხადებების, შეტყობინებების მიღება, მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა და ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გადაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება; დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირის ორგანიზება და ოქმის შედგენის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მართვა; დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი; დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისა და სტუმრების საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, საჯარო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული ინფორმაციის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის მარკეტინგული საქმიანობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მარკეტინგული კვლევის განხორციელება, სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; დეპარტამენტის გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ახალი პროდუქტის შექმნა და შეთავაზება.

8.საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სტრუქტურული ქედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზება; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება; შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მომზადება, დადება და კომპენტენციის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედურების განხორციელება;

9.შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); დეპარტამენტის საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი); განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი); ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); აუდიტორული შემოწმების შედეგების აუდიტის ანგარიშში ასახვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მონიტორინგი რეკომენდაციების შესრულებაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს დეპარტამენტის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; შიდა აუდიტის სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

9¹.ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და მუზეუმის დაცვა.

10.დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 მარტის ბრძანება №419 - სსმ III, №39, 22.03.2007წ., მუხ.457 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1242 - სსმ III, №166, 21.11.2008წ., მუხ.1688 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 3 თებერვლის ბრძანება №133 - სსმ III, №13, 05.02.2009წ., მუხ.167 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №253 - სსმ III, №22, 27.02.2009წ., მუხ.275 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 15 თებერვლის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 17.02.2011წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №676 - ვებგვერდი, 10.08.2011წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №901- ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №939 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №925 - ვებგვერდი, 30.11.2012წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №307 - ვებგვერდი, 23.04.2013წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №247 - ვებგვერდი, 31.03.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №479 - ვებგვერდი, 25.09.2017წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 28 ივნისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 მაისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 07.05.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 28 მაისის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 29.05.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4¹14²⁰3218757501123244
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…სადაზვერვო საქმიანობის…საქართველოს განათლების…სააღსრულებო წარმოებათა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა