Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 118

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 118. სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული პირის სტატუსი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პირს, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. პირმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

2.იუნკრის შრომის ანაზღაურების ოდენობა ან/და სტიპენდიის ოდენობა და მათი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

3.სამხედრო სასწავლებლის სტუდენტს მასთან გაფორმებული კონტრაქტით შეიძლება შეეზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისთვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

4.იმ შემთხვევაში, თუ: ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

5.მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც სამინისტრო აფორმებს მასთან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღეს.

6.პირს, რომელსაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტისას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და რიგითის სამხედრო წოდებით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ იგი სამხედრო სასწავლებელში 12 თვე სწავლობდა.

7.მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი XI საერთაშორისო სწავლება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. პირმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 2. იუნკრის შრომის ანაზღაურების ოდენობა ან/და სტიპენდიის ოდენობა და მათი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 3. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტს მასთან გაფორმებული კონტრაქტით შეიძლება შეეზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისთვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. 4. იმ შემთხვევაში, თუ: ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 5. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც სამინისტრო აფორმებს მასთან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღეს. 6. პირს, რომელსაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტისას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და რიგითის სამხედრო წოდებით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ იგი სამხედრო სასწავლებელში 12 თვე სწავლობდა. 7. მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი XI საერთაშორისო სწავლება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    118-ე მუხლის მე-2 ნაწილში ანაზღაურება/სტიპენდია ცალ-ცალკე ოდენობად ჩამოყალიბდა; მე-4 ნაწილში „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები მსმენელებზეც ვრცელდება, „ბ“-დან კი 100 ქულის საფუძველი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 117შემდეგი მუხლი 119

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 115სამხედრო სასწავლებელი
  • 30სამხედრო მოსამსახურის სტატუსი
  • 43სამხედრო წოდების მინიჭება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8¹საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის
  • 52²უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი
  • 89¹⁷სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მობილობის ამოქმედების ვადა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 29პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის უფლებები

პენიტენციური კოდექსი

  • 12პირის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები
  • 134მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 17უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული, დიპლომის მქონე პირის უფლებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 29¹სამსახურის კადრების მომზადება

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 98

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17988¹52²89¹⁷29¹29115304312134118
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიუმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …პენიტენციური კოდექსისაექიმო საქმიანობის შე…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026