თავდაცვის კოდექსი

მუხლი 30. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში ან აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2.სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

3.მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება: ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელის სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვა ან/და თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება.

4.საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5.სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.

6.ტყვედ მყოფ სამხედრო მოსამსახურეს (თუ ტყვეობა ნებაყოფლობითი არ იყო და ტყვეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ ჩაუდენია), მძევლად აყვანილ, ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში ან აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. 3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება: ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელის სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვა ან/და თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება. 4. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება. 6. ტყვედ მყოფ სამხედრო მოსამსახურეს (თუ ტყვეობა ნებაყოფლობითი არ იყო და ტყვეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ ჩაუდენია), მძევლად აყვანილ, ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-30 მუხლის 1-ლ ნაწილში წვევამდელის სტატუსის დაწყება დაკავშირებულია სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვასთან, სამობილიზაციო სარეზერვი კი გადავიდა „ბ“ ქვეპუნქტში; მე-3 ნაწილი მინისტრის აქტით ჩარიცხვასაც ითვალისწინებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1623²1120430¹52752731145211730
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…სამოქალაქო უსაფრთხოები…სამხედრო, შინაგან საქმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა