Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 43

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 43. სამხედრო წოდების მინიჭება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რიგითის სამხედრო წოდება ენიჭება: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს; ბ) სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ იუნკერს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს; გ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს; დ) თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს; ე) პირს, რომელმაც დაასრულა სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა.

2.უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს: ა) რომელმაც დაასრულა უმცროსი სერჟანტის შესაბამისი კურსი. მისი გავლის საკითხები წესრიგდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა და რომელსაც მისი დასრულების დღისთვის მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდება; გ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში: გ.ა) გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი და დანიშნული იყო სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე; გ.ბ) გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე და მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; გ.გ) გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი ან უმცროსი ოფიცრების შესაბამისი პროგრამა და დანიშნული იყო წინასწარ განსაზღვრული სპეციალისტის თანამდებობაზე.

3.ლეიტენანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს: ა) რომელმაც დაასრულა სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) რომელსაც მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი და რომელმაც დაასრულა უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამა; გ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, ამ პროგრამის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარადგინა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი; დ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე, სამსახურის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი ან სამსახურის დასრულებიდან 10 წლის ვადაში წარადგინა აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რიგითის სამხედრო წოდება ენიჭება: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს; ბ)  სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ იუნკერს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს; გ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს; დ) თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს; ე) პირს, რომელმაც დაასრულა სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა. 2. უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს: ა) რომელმაც დაასრულა უმცროსი სერჟანტის შესაბამისი კურსი. მისი გავლის საკითხები წესრიგდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა და რომელსაც მისი დასრულების დღისთვის მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდება; გ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში: გ.ა) გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი და დანიშნული იყო სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე; გ.ბ) გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე და მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; გ.გ) გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი ან უმცროსი ოფიცრების შესაბამისი პროგრამა და დანიშნული იყო წინასწარ განსაზღვრული სპეციალისტის თანამდებობაზე. 3. ლეიტენანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს: ა) რომელმაც დაასრულა სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) რომელსაც მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი და რომელმაც დაასრულა უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამა; გ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, ამ პროგრამის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარადგინა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი; დ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე, სამსახურის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი ან სამსახურის დასრულებიდან 10 წლის ვადაში წარადგინა აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    43-ე მუხლში გ.ბ) ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში საშტატო სამეთაურო თანამდებობასთან ერთად დაემატა საშტაბო თანამდებობა, ხოლო გ.გ) ქვეპუნქტით დაემატა ახალი საფუძველი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნული პირებისთვის. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ფორმულირება დაზუსტდა („მინიჭებული აქვს“, „რომელმაც“).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 186

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 181სამხედრო წოდების მინიჭება იმ პირისთვის, რომელმაც სამხედრო წოდების მინიჭების სპეციალური პროგრამა ვერ დაასრულა
  • 42სამხედრო წოდებები
  • 45მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების წესი

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 5⁵საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები
  • 5¹საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები
  • 5⁶საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში
  • 23კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მინიჭება
  • 10⁵სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 35სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5⁵5¹5⁶23²2310⁵30¹35186181424514543
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისახელმწიფო სპეციალური …სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026