Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 12

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 12. პირის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პირს სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება.

2.მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი), თუ მინისტრის ბრძანებით მას განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვალდებულება. ამ პერიოდში მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით.

3.სასწავლო კურსი, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სწავლებას უნდა ითვალისწინებდეს.

4.სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი დონის პენიტენციური სისტემის მოსამსახურის სერტიფიკატი (შემდგომ − სერტიფიკატი).

5.მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოსამსახურის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, სასწავლო კურსის გავლის გარეშე.

6.სამსახურში უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე/სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი მოსამსახურე; ბ) კონკურსით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი; გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში; დ) მოსამსახურე – სამსახურის იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ თანამდებობის კონკურსით/დაწინაურების წესით დასაკავებლად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე მოსამსახურის წარდგენის უფლება აქვს სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება მოსამსახურის გადაყვანა. აღნიშნულ თანამდებობაზე მოსამსახურის წარდგენა ხდება მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

7.პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. დროებით მოვალეობის შემსრულებლად უკონკურსოდ დანიშნულ პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასწავლო კურსის გავლის მოთხოვნა.

8.სამსახურში მისაღები პირი (კანდიდატი) გადის სპეციალურ შემოწმებას. სპეციალური შემოწმება არის საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია კანდიდატის ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა. კანდიდატი თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

9.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) მინისტრი განსაზღვრავს: ა.ა) სამსახურში პირის მისაღებად კონკურსის ჩატარების, სამსახურში მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესს; ა.ბ) სასწავლო კურსის სახეებს, მოსამსახურის მიერ სასწავლო კურსის გავლის, მისი სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესს, სერტიფიკატის მოქმედების ვადას; ა.გ) მოსამსახურის დაწინაურების წესს; ა.დ) სამსახურის იმ თანამდებობების ნუსხას, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესს; ბ) სამსახურის გენერალური დირექტორი, თანამდებობის სპეციფიკისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის შინაარსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება
  • 15სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა
  • 14პირის მიერ სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები. მოსამსახურის ფიცი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 29მოხელის სერტიფიკატი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი
  • 11⁴პირის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი
  • 11⁹სამსახურში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 57მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სასამართლოს აპარატის თანამშრომელ ს თანამდებობაზე დანიშვნისას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 15სამსახურის თანამშრომელი
  • 18შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 29სამსახურში მიღების წესი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 46სპეციალური კონკურსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³11⁴11⁹15185729294611151412
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…საერთო სასამართლოების …საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026