Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 127

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 127. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის წარგზავნა და მისი სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის პროექტის ინიციატორია სამინისტრო, საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.

2.საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღინიშნება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის ადგილი (ქვეყანა) და მის შემადგენლობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ზღვრული რაოდენობა. ამ დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე აღნიშნული სამხედრო კონტინგენტის დაქვემდებარების საკითხები.

3.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე არასამხედრო კონტინგენტის წარგზავნას ახორციელებს მინისტრი.

4.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6.სამშვიდობო ოპერაციიდან: ა) სამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო კონტინგენტის სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს; ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის პროექტის ინიციატორია სამინისტრო, საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღინიშნება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის ადგილი (ქვეყანა) და მის შემადგენლობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ზღვრული რაოდენობა. ამ დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე აღნიშნული სამხედრო კონტინგენტის დაქვემდებარების საკითხები. 3. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე არასამხედრო კონტინგენტის წარგზავნას ახორციელებს მინისტრი. 4. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 5. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. სამშვიდობო ოპერაციიდან: ა) სამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო კონტინგენტის სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს; ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    „ბ“ ქვეპუნქტით არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ მინისტრი იღებს, მის მიერ დადგენილი წესის მითითების ნაცვლად.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 126შემდეგი მუხლი 128

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 126სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი
  • 164საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაცია
  • 130მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 72თავდაცვის ძალების გამოყენება
  • 71საგანგებო და საომარი მდგომარეობა
  • 52საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 10
  • 2

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 36ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 23მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 223ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემა
  • 125საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცებ ა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7271521023623126164130223125127
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…საგანგებო მდგომარეობის…სისხლის სამართლის სფერ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026