თავდაცვის კოდექსი

მუხლი 126. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი შეიძლება იყოს სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი.

2.სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისგან.

3.სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურემ ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ.

4.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე: ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს; ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს.

5.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით. ეს საკითხი წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი შეიძლება იყოს სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი. 2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისგან. 3. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურემ ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ. 4. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე: ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს; ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს. 5. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით. ეს საკითხი წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16764711034120127128126
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიოპერატიულ-სამძებრო საქ…სამხედრო, შინაგან საქმ…ომისა და თავდაცვის ძალ…არასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა