Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 23

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 23. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ჰუმანიტარული სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა გულისხმობს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის გაგზავნის და მოთხოვნის მიღების ორგანიზებას. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა მოიცავს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო პერსონალის, მატერიალური საშუალებების, სპეციალური ტექნიკის, ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების მოთხოვნას.

2.საგანგებო სიტუაციის განვითარების დროს ან გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე, როდესაც, წინასწარი შეფასებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საჭიროებების, ზარალისა და შიდა, ეროვნული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებთან კოორდინაციით განსაზღვრავს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის საჭიროებას და საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ წინადადებას წარუდგენს მინისტრს. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგენის საფუძველზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, თუ ასეთი პირი განსაზღვრულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარდგენილ საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის თაობაზე წინადადებაში აისახება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო მატერიალური რესურსებისა და საერთაშორისო პერსონალის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი, საგანგებო სიტუაციის დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სისტემატურად უნდა განახლდეს.

4.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით საერთაშორისო დახმარების მოთხოვნას უგზავნის შესაბამის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

5.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. თავი V ხანძრის ჩაქრობა, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა გულისხმობს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის გაგზავნის და მოთხოვნის მიღების ორგანიზებას. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა მოიცავს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო პერსონალის, მატერიალური საშუალებების, სპეციალური ტექნიკის, ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების მოთხოვნას. 2. საგანგებო სიტუაციის განვითარების დროს ან გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე, როდესაც, წინასწარი შეფასებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საჭიროებების, ზარალისა და შიდა, ეროვნული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებთან კოორდინაციით განსაზღვრავს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის საჭიროებას და საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ წინადადებას წარუდგენს მინისტრს. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგენის საფუძველზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, თუ ასეთი პირი განსაზღვრულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარდგენილ საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის თაობაზე წინადადებაში აისახება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო მატერიალური რესურსებისა და საერთაშორისო პერსონალის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი, საგანგებო სიტუაციის დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სისტემატურად უნდა განახლდეს. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით საერთაშორისო დახმარების მოთხოვნას უგზავნის შესაბამის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 5. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. თავი V ხანძრის ჩაქრობა, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    მე-2 პუნქტში საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის წინადადებას სამსახური წარუდგენს მინისტრს, ხოლო გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგენის საფუძველზე იღებს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგანგებო სიტუაციების სამართლებრივი მხარდაჭერასერვისის გვერდი
  • ჰუმანიტარული ოპერაციების სამართლებრივი უზრუნველყოფასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2018
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 16საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა
  • 43საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

თავდაცვის კოდექსი

  • 130მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 25სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენა
  • 67სამინისტრო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 77სამინისტრო
  • 28საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 11სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 11
  • 10

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1110113256716431303772823
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…თავდაცვის კოდექსისაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის სფერ…საგანგებო მდგომარეობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026