თავდაცვის კოდექსი

მუხლი 163. ეროვნული თავდაცვის საბჭო

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.

2.ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრები.

3.ეროვნული თავდაცვის საბჭო კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილ საკითხებს და ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისა და საომარი მდგომარეობის საჭიროებებთან დაკავშირებით.

4.ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით იწვევს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.

5.ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს.

6.ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებს ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის გამართვის ადგილსა და დროს აცნობებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

7.ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

8.ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

9.ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

10.ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმი ინახება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. 2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრები. 3. ეროვნული თავდაცვის საბჭო კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილ საკითხებს და ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისა და საომარი მდგომარეობის საჭიროებებთან დაკავშირებით. 4. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით იწვევს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. 5. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს. 6. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებს ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის გამართვის ადგილსა და დროს აცნობებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 7. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 8. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. 9. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 10. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმი ინახება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²73727012619131016181125163
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…თავდაცვის კოდექსისაქართველოს მთავრობის …საქართველოს პარლამენტი…მაღალმთიანი რეგიონების…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა