Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 138

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 138. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და დაკისრების წესი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:მართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებიპოლიტიკის შემუშავებააკადემიური დისციპლინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო მოსამსახურის ან/და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2.დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა; დ) დასვენების უფლების შეზღუდვა; ე) წოდებრივი სარგოდან დაქვითვა (წოდებრივი სარგოს 5 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 12 თვემდე ვადით); ვ) სადისციპლინო ქულის დაკლება; ზ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან გათავისუფლება.

3.ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს.

5.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს.

6.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს არ ეკისრება.

7.ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება; ბ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება.

8.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს.

9.იუნკრის ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელის სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, არის სადისციპლინო ქულის ამოწურვა.

10.დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს შეუძლია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას.

11.მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი; ბ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება ამ მუხლით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს.

12.სადისციპლინო ქულა ენიჭება: ა) იუნკერს − სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში, პირველ კურსზე მყოფ იუნკერს − სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ) სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს: ბ.ა) სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ.ბ) უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდში − თუ იგი გადის ამ პროგრამას. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო მოსამსახურის ან/და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა; დ) დასვენების უფლების შეზღუდვა; ე) წოდებრივი სარგოდან დაქვითვა (წოდებრივი სარგოს 5 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 12 თვემდე ვადით); ვ) სადისციპლინო ქულის დაკლება; ზ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან გათავისუფლება. 3. ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს არ ეკისრება. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება; ბ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება. 8. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს. 9. იუნკრის ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელის სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, არის სადისციპლინო ქულის ამოწურვა. 10. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს შეუძლია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. 11. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი; ბ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება ამ მუხლით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს. 12. სადისციპლინო ქულა ენიჭება: ა) იუნკერს  −  სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე  პერიოდში, პირველ კურსზე მყოფ იუნკერს − სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ) სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს: ბ.ა) სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ.ბ)  უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდში  −  თუ იგი გადის ამ პროგრამას. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    138-ე მუხლში იუნკრის სპეციალური დისციპლინური რეჟიმი გავრცელდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელზეც, გარიცხვა სადისციპლინო ქულის ამოწურვას დაუკავშირდა და დაემატა ქულების მინიჭების პერიოდების მე-12 ნაწილი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 137შემდეგი მუხლი 139

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეზერტირობა (მუხლი 388) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება (მუხლი 387)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აკადემიური დისციპლინასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 140

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 139დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხველი გარემოებები
  • 132წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი
  • 141დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁹დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 11²¹დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³³აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა

პოლიციის შესახებ

  • 59¹დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75¹მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 96დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

პენიტენციური კოდექსი

  • 20მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 56მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 10სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³³11¹⁹11²¹75¹1059¹965614013913214120138
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებსაერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026