ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 19. ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ყველა ცოცხალი დონაცია უნდა განხორციელდეს ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობით.

2.ცოცხალი დონაციის კომისიის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და ცოცხალი დონაციის სპეციალისტი, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და უნარ-ჩვევები, აგრეთვე გავლილი აქვთ მომზადება ცოცხალი დონორებისთვის კონსულტაციის გაწევისა და მათი ფსიქოსოციალური შეფასების საკითხებში.

3.ცოცხალი დონაციის კომისია ცოცხალ დონორობაზე თანხმობას გასცემს ყველა შესაბამისი დოკუმენტის, აგრეთვე დონორისთვის კონსულტაციის გაწევისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებული დონორის სამედიცინო და ფსიქოსოციალური შეფასების შედეგების შემოწმების საფუძველზე.

4.ცოცხალი დონაციის კომისია ცოცხალ დონორობაზე თანხმობას გასცემს მისი ყველა წევრის თანხმობის საფუძველზე. თუ ამ კომისიის რომელიმე წევრი ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემაზე უარს განაცხადებს, თანხმობა არ გაიცემა. კომისიის აღნიშნულ წევრს უფლება აქვს, დაასაბუთოს უარი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³316²316⁶116252315161418381719
მნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა