ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 18. ცოცხალი დონორის რისკების შეფასება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტია

1.უნდა ჩატარდეს ცოცხალი დონორის სრული სამედიცინო და ფსიქოსოციალური შეფასება მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ფიზიკური და ფსიქოსოციალური რისკების განსაზღვრისა და მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

2.დონორისგან ორგანოს ამოღება არ უნდა განხორციელდეს, თუ მის სიცოცხლეს, ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

3.სამედიცინო შეფასება უნდა ჩაატაროს გადანერგვის ცენტრმა, რომელსაც აქვს ცოცხალ დონორთა ორგანოების გადანერგვის სათანადო ლიცენზია.

4.ფსიქოსოციალური შეფასება უნდა ჩაატაროს ცოცხალი დონაციის კომისიამ დონორისა და რეციპიენტის ურთიერთობის, ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის შესახებ მათი ცნობიერების, ცოდნისა და აღქმის, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მოტივაციისა და მოლოდინის შეფასებისა და სოციალური მხარდაჭერის მიზნით.

5.თუ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს დონორსა და რეციპიენტს შორის გენეტიკური კავშირის დადგენას, უნდა ჩატარდეს გენეტიკური კვლევა (დნმ-ტესტირება).

6.ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³316⁵316²116247231514161746191518
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა