ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 17. ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტია

1.ცოცხალი დონორისგან ორგანოს მოპოვება ხორციელდება მხოლოდ მისი წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება დონორის თავისუფალ ნებას და გამორიცხავს ნებისმიერ იძულებასა და ჩარევას.

2.ინფორმირებული თანხმობის განცხადებამდე მომავალმა დონორმა ცოცხალი დონაციის სპეციალისტისგან უნდა მიიღოს მიუკერძოებელი კონსულტაცია ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი უფლება-მოვალეობების შესახებ.

3.ცოცხალი დონორისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გასაწევად მისგან მოპოვებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ინფორმაცია. კონსულტაცია უნდა მოიცავდეს ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ცოცხალი დონაციის პროცესს, მის მიზანს, არსსა და მოსალოდნელ შედეგებს, მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მოსალოდნელ მოკლევადიან და გრძელვადიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რისკებს, რეციპიენტისთვის მოსალოდნელ რისკებსა და გართულებებს და მისი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, იმ უკუჩვენებებს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანოს დონაციას, აგრეთვე დონორის უფლებებს, მისი დაცვის გარანტიებსა და მის ვალდებულებებს.

4.ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევისა და ინფორმაციის მიწოდების, აგრეთვე მისგან ინფორმაციის მიღების შედეგები უნდა აისახოს დონორის სამედიცინო ჩანაწერებში. დონორისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან ინფორმაციის მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით.

5.დონორს მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ მას აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი დონაციაზე ისე, რომ ამას მისთვის არანაირი შედეგი არ მოჰყვეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³316²11424781615211815271917
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა