Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 30

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 30. ორგანოს მოპოვება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ დონორ კლინიკაში/გადანერგვის ცენტრში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ კლინიკას/ცენტრს უნდა ჰყავდეს დონორ-კოორდინატორი და დონორის მართვის გამოცდილების მქონე რეანიმატოლოგი.

2.ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც არ არის დონორი კლინიკა/გადანერგვის ცენტრი, თუ დონორის მართვის პროცესში თავის ტვინის სიკვდილის დადასტურების ეტაპიდან ჩაერთვებიან მოწვეული დონორ-კოორდინატორი და დონორის მართვის გამოცდილების მქონე რეანიმატოლოგი.

3.დონორი ჯგუფის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, აგრეთვე მისი წევრების კვალიფიკაციასა და მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით. დონორმა ჯგუფმა, რომელიც ორგანოს მოპოვებას ახორციელებს, უნდა დაიცვას დადგენილი წესით შემუშავებული და დამტკიცებული ოპერაციული პროტოკოლები სულ მცირე შემდეგი საკითხების შესახებ: ა) დონორის ვინაობის დამოწმება; ბ) იმის დამოწმება, რომ პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენის ფორმა სათანადოდ არის შევსებული და ხელმოწერილი; გ) დონორის ან დონორის ოჯახის მიერ ორგანოს დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ან რაიმე საჩივრის არარსებობის შესახებ დეტალური ინფორმაციის დამოწმება; დ) დონორის დახასიათებასა და ორგანოს დახასიათებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების შემოწმება; ე) ორგანოს მოპოვება, პრეზერვაცია, შეფუთვა და მარკირება; ვ) ორგანოს ტრანსპორტირება; ზ) მიკვლევადობა, შესაბამისი მონაცემების ჩაწერა და ანგარიშგება (ორგანოს მოპოვების სპეციფიკური ანგარიში); თ) სერიოზული გვერდითი მოვლენისა და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება, ანგარიშგება და მართვა; ი) ორგანოს მოსაპოვებლად განკუთვნილი მასალებისა და აღჭურვილობის სათანადო წესით მოხმარება; კ) გარდაცვლილი პირისგან ორგანოს (ორგანოების) ამოღების შემდეგ მისი სხეულის მოვლა და მოწესრიგება.

4.დონორი ჯგუფის ქირურგმა თითოეული ორგანოს დონაციის შემდეგ უნდა მოამზადოს ორგანოს მოპოვების შესახებ შეტყობინება (ოქმი). მისი შინაარსი განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით. დონორი კლინიკა/გადანერგვის ცენტრი ამ შეტყობინებას (ოქმს) წარუდგენს კომპეტენტურ უწყებას, აგრეთვე შესაბამის ინფორმაციას ასახავს გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში.

5.ორგანოს მოპოვების შესახებ შეტყობინების (ოქმის) ბეჭდური ასლი უნდა დაერთოს გადანერგვის მიზნით მოპოვებულ თითოეულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანოს მოპოვებასა და გადანერგვას ერთი და იგივე დაწესებულება/გადანერგვის ცენტრი ახორციელებს.

6.ორგანოს მოპოვების პროცედურები (მათ შორის, ორგანოს მოპოვების შესახებ შეტყობინების (ოქმის) ფორმატი) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31მუხლი 41მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 23გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი
  • 27გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციის საკითხის გადაწყვეტაში მისი ოჯახის მონაწილეობა და დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 15ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვების საფუძველი და პირობები

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 26ქსოვილის მოპოვება
  • 21მოთხოვნები ქსოვილის დონაციაზე თანხმობისადმი
  • 17ქსოვილის დონაციის უფლება

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 24დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია
  • 26სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება
  • 17მიკვლევადობა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 119
  • 118
  • 116

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11911811624261726211731414623271530
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026