Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 31

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 31. ორგანოს პრეზერვაცია, შეფუთვა, მარკირება და ტრანსპორტირება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოპოვებული ორგანოს პრეზერვაცია, შეფუთვა, მარკირება და ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციული პროტოკოლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანოს მოპოვებასა და გადანერგვას ერთი და იგივე გადანერგვის ცენტრი ახორციელებს.

2.თუ ხორციელდება ორგანოს გადატანა იმ გადანერგვის ცენტრში, სადაც ის არ ყოფილა მოპოვებული, მას ტრანსპორტირებისას  უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) გარე ეტიკეტი. ამ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა.ა) განცხადება, რომ შეფუთვა შეიცავს ადამიანის ორგანოს, ინფორმაცია ორგანოს სახეობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში − მისი ანატომიური ადგილმდებარეობა (მარჯვნივ, მარცხნივ) და გაფრთხილება: „ადამიანის ორგანო. განკუთვნილია გადასანერგად. მოეპყარით ფრთხილად!“; ა.ბ) ორგანოს წარმოშობისა და დანიშნულების ადგილები, კერძოდ, დონორი კლინიკა/შესაბამისი დაწესებულება და გადანერგვის ცენტრი, მისი გაგზავნისა და მიღებისთვის პასუხისმგებელ პირთა სახელები, აგრეთვე დონორი კლინიკის/შესაბამისი დაწესებულების და გადანერგვის ცენტრის მისამართები და ტელეფონის ნომრები; ა.გ) ორგანოს დონორი კლინიკიდან/შესაბამისი დაწესებულებიდან გატანის თარიღი და დრო; ა.დ) ორგანოს ტრანსპორტირების რეკომენდებული პირობები, მათ შორის, კონტეინერის შესაბამის ტემპერატურასა და პოზიციაში შენახვის ინსტრუქციები; ბ) ინფორმაცია დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების შესახებ, ორგანოს მოპოვებისა და პრეზერვაციისთვის გამოყენებული საშუალებების თაობაზე; გ) ინფორმაცია ჩატარებული გამოკვლევებისა და მათი შედეგების შესახებ.

3.ორგანოს ტრანსპორტირებაში მონაწილე ორგანიზაციას, დაწესებულებას და ამ პროცესში ჩართულ სხვა პირს ადგილზე უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პროტოკოლები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირების დროს ორგანოს ვარგისობა და აღნიშნული პროტოკოლებით განსაზღვრული პროცედურების გონივრულ ვადაში განხორციელება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციული პროტოკოლის შესაბამისად.

4.ორგანოს ტრანსპორტირება, სპეციფიკური კლინიკური მოთხოვნებისა და გადაუდებლობის გათვალისწინებით, უნდა დაიგეგმოს ორგანოს გადანერგვის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კრიტერიუმების დაცვით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 32ორგანოს გადანერგვა
  • 10დაცვა და უსაფრთხოება
  • 30ორგანოს მოპოვება

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 26სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 2)

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 25გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომები

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 32პერსონალი
  • 13დონორისა და რეციპიენტის დაცვა
  • 1კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 114

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 46¹¹ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316³განცხადების შინაარსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46¹¹316³1142 (და…25263213130321031
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს ადმინისტრა…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…ადამიანის ქსოვილებისა …ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026