Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 32

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 32. ორგანოს გადანერგვა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ორგანოს გადანერგვა ხორციელდება მხოლოდ ლიცენზირებულ გადანერგვის ცენტრში რეციპიენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წინასწარი, წერილობითი ინფორმირებული თანხმობისა და მისთვის იმავე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე. ამასთანავე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეციპიენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ოპერაციული პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევები.

2.ორგანოს გადანერგვაში მონაწილე ყველა დაწესებულებამ უნდა გამოიყენოს ოპერაციული პროტოკოლები და უზრუნველყოს მათი შესაბამისობა ეროვნულ პროტოკოლებსა და მოთხოვნებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3.ტრანსპლანტოლოგმა ქირურგმა ორგანოს გადანერგვამდე უნდა გადაამოწმოს: ა) ვარგისია თუ არა ორგანო გადასანერგად და შესაბამისია თუ არა რეციპიენტისთვის; ბ) სწორად არის თუ არა განხორციელებული და დოკუმენტირებული დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება; გ) დაცული იყო თუ არა ორგანოს პრეზერვაციისა და ტრანსპორტირების პირობები; დ) შემოწმებულია თუ არა ყველა დოკუმენტისა და ორგანოს თანმხლები ქსოვილის ნიმუშების საიდენტიფიკაციო დეტალები.

4.თუ დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათებისთვის სავალდებულო მინიმალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, გადანერგვის სამედიცინო გუნდმა, რეციპიენტისთვის ორგანოს დონაციის სარგებლისა და შესაბამისი ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული რისკის გათვალისწინებით, შეიძლება განიხილოს ორგანოს გადასანერგად გამოყენების საკითხი. ამ შემთხვევაში ტრანსპლანტოლოგმა ქირურგმა რეციპიენტის სამედიცინო ჩანაწერებში უნდა ასახოს: ა) შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) ჩატარებული ანალიზი რისკისა და სარგებლის თაობაზე; გ) ინფორმაცია გადასანერგი ორგანოს ხარისხის შესახებ (წინასწარ განსაზღვრული ფორმატით).

5.გადასანერგი ორგანოს ხარისხისა და საწყისი შედეგის შესახებ ინფორმაცია გადანერგვიდან არაუგვიანეს 48 საათისა უნდა აისახოს გადანერგვის პროტოკოლში და დარეგისტრირდეს გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში.

6.გადანერგვის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში რეციპიენტისა და ცოცხალი დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე გადანერგილი ორგანოს ფუნქციონირების სამედიცინო მონიტორინგი შესაბამისი მონაცემების გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში რეგულარულად გაგზავნით.

7.გადანერგვის ცენტრმა მომდევნო წლის 31 იანვრამდე კომპეტენტურ უწყებასა და გადანერგვის საინფორმაციო ცენტრს უნდა მიაწოდოს წლიური ანგარიში ორგანოების გადანერგვის შედეგების, რეციპიენტთა სიცოცხლისა და ტრანსპლანტატების ფუნქციონირების მაჩვენებლების შესახებ.

8.ორგანოების გადანერგვის სტანდარტები (მათ შორის, ორგანოების გადანერგვის შედეგების რეგისტრაციის, აგრეთვე გადანერგილი ორგანოებისა და  რეციპიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და ყოველწლიური ანგარიშგების სახელმძღვანელო პრინციპები) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 30ორგანოს მოპოვება
  • 41ლიცენზირება/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო  პირობები
  • 31ორგანოს პრეზერვაცია, შეფუთვა, მარკირება და ტრანსპორტირება

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 116
  • 117
  • 114

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 8რეციპიენტის უფლებები და მისი ინფორმირებული თანხმობა
  • 24დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 25დონორებისა და რეციპიენტების ტესტირება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316²განცხადების შეტანა
  • 316³განცხადების შინაარსი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 26გადასაცემი პირის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26316²316³11611711482425134630413132
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026