კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 115. მრეწველობის ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად მიჩნეულია ის მიწები, რომლებიც სარგებლობისათვის მიცემული აქვთ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს დაკისრებული სპეციალური ამოცანების განსახორციელებლად (სამრეწველო წარმოების, ტრანსპორტის, კურორტების ორგანიზაციის, ნაკრძალების მოწყობისათვის და ა. შ.). აღნიშნული მიზნისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმების ან საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო ნაკვეთების მიზომვა ხორციელდება მათი ათვისების რიგის გათვალისწინებით. მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის წესი, აგრეთვე იმ ზონების დადგენის წესი, სადაც შემოღებულია მიწით სარგებლობის განსაკუთრებული პირობები (სანიტარული დაცვის ოლქი და ა. შ.), სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, განისაზღვრება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ ამ მიწების შესახებ დამტკიცებული დებულებებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1511³20017688941186952115
მნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…მიწის მიზნობრივი დანიშ…სასოფლო-სამეურნეო დანი…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა