სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უვადო სარგებლობისათვის ეძლევათ:
1)კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებსა და ორგანიზაციებს – სოფლის მეურნეობის საწარმოებლად;
2)სამეცნიერო-კვლევითს, სასწავლო და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებს – საველე კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და გავრცელებისათვის, აგრეთვე საწარმოო მიზნებისათვის;
3)არასასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებსა – დამხმარე სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის;
4)მოქალაქეებს – პირადი მეურნეობის წარმოებისათვის დაქირავებული შრომის გამოუყენებლად;
5)საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთები იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა და ამ კოდექსის 84-88-ე მუხლები.
ამ მუხლში აღნიშნული უვადო სარგებლობისათვის მიცემული მიწების გარდა მიწათმოსარგებლეებს მიწა შეიძლება მიეცეს დროებითი სარგებლობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უვადო სარგებლობისათვის ეძლევათ:1) კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებსა და ორგანიზაციებს – სოფლის მეურნეობის საწარმოებლად;2) სამეცნიერო-კვლევითს, სასწავლო და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებს – საველე კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და გავრცელებისათვის, აგრეთვე საწარმოო მიზნებისათვის;3) არასასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებსა – დამხმარე სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის;4) მოქალაქეებს – პირადი მეურნეობის წარმოებისათვის დაქირავებული შრომის გამოუყენებლად;5) საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთები იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა და ამ კოდექსის 84-88-ე მუხლები.ამ მუხლში აღნიშნული უვადო სარგებლობისათვის მიცემული მიწების გარდა მიწათმოსარგებლეებს მიწა შეიძლება მიეცეს დროებითი სარგებლობისათვის.საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.