მიწა გაიცემა უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის. მიწათსარგებლობა ითვლება უვადოდ (მუდმივად). თუ მიწათსარგებლობის ვადა წინასწარ არ არის დადგენილი. მიწა, რომელიც კოლმეურნეობებს უკავიათ, მათ აქვთ მიჩენილი უვადო სარგებლობისათვის. დროებითი მიწათსარგებლობა შეიძლება იყოს მოკლევადიანი – სამ წლამდე ან გრძელვადიანი სამიდან ათ წლამდე. საწარმოო საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამ ვადის გაგრძელება იმ პერიოდისათვის, რომელიც არ აღემატება შესაბამისად მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დროებითი მიწათსარგებლობის ვადას. მიწის ნაკვეთებით დროებითი სარგებლობის ვადას აგრძელებენ ის ორგანოები, რომლებმაც გასცეს ეს მიწები. სამომთაბარო მესაქონლეობის საჭიროებისათვის კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები შეიძლება მიეცეს ვადით 25 წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 თ ა ვ ი II სარგებლობისათვის მიწის გაცემა
მუხლი 12. მიწათსარგებლობის ვადები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

