კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 120. სასამსახურო მიწის ნაკვეთის გამოყოფის პირობები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სასამსახურო მიწის ნაკვეთს შესაბამისი კატეგორიის მუშაკებს გამოუყოფენ ამ სამუშაოზე მათი მუშაობის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 121-ე მუხლით. სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, თუ სასამსახურო მიწის ნაკვეთი დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით, მიწით სარგებლობის უფლება შეწყდება მოსავლის აღების შემდეგ. სახნავი მიწის ნაკვეთს გამოყოფენ იმ ვარაუდით, რომ მუშაკისა და მისი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის და სახნავი მიწის მიზომილი ნაკვეთის საერთო ფართობი არ აღემატებოდეს ამ კატეგორიის მუშაკისათვის დადგენილი სასამსახურო მიწის ნაკვეთის ოდენობას. თუ ოჯახში არის სასამსახურო ნაკვეთზე უფლების მქონე რამდენიმე მუშაკი გამოყოფენ ერთ სასამსახურო მიწის ნაკვეთს. მუშაკებს, რომელთათვის არ გამოუყვიათ სახნავი მიწის ნაკვეთი, შეიძლება გამოუყონ საბოსტნე მიწის ნაკვეთი დადგენილი ნორმის ფარგლებში. სათიბი მიწის ნაკვეთები ეძლევათ მუშაკებს, რომელთაც პირად საკუთრებაში ჰყავთ პირუტყვი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივლ. 1971-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27250146024810321 (დ…83612111942120
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…საქართველოს სამოქალაქო…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქართველოს სივრცის და…სასოფლო-სამეურნეო დანი…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა