ერთ-ერთი საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის შენობათა და ნაგებობათა მეორისათვის გადაცემისას ამ ობიექტებთან ერთად გადადის იმ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებაც, რომელიც აუცილებელია გადაცემული შენობებისა და ნაგებობების მომსახურებისათვის. ერთიანი შემკვეთის მიერ საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და კომუნალური მშენებლობის განხორციელებისას, მიწის ნაკვეთი მშენებლობისათვის შეიძლება მიეცეს აღნიშნულ შემკვეთს დროებითი სარგებლობისათვის. მშენებლობის დამთავრების შემდეგ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის შენობებისა და ნაგებობათა საექსპლუატაციოდ გადაცემასთან ერთად სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მისცემს მათ მიწის ნაკვეთს უვადო სარგებლობისათვის. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 97. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა შენობების და ნაგებობების გადაცემისას
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

