ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი განსაზღვრავს ფინანსური კონგლომერატის ცნებას და ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმებს, ადგენს დამატებითი ზედამხედველობის სტანდარტებსა და წესებს იმ რეგულირებული საწარმოებისთვის, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში შედიან.

2.ამ კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობა სექტორული ზედამხედველობის პარალელურად ხორციელდება.

3.ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილებები, მათ შორის,  გამოსცენ ერთობლივი სამართლებრივი აქტები.

4.ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან სამართლებრივი აქტებით დაადგინონ დამატებით ზედამხედველობასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და მოთხოვნები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
152⁶11182¹125171021
მნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებლიცენზიებისა და ნებართ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა