Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებმუხლი 10

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 10. კოორდინატორი (დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანო)

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023
თემები:კორპორაციული და ინდივიდუალური განათლებაDAO-ს ფორმირება და გაშვებააუდიტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის ადეკვატურად და ეფექტიანად განსახორციელებლად ამ მუხლის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოთაგან განისაზღვრება კოორდინატორი (დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანო). კოორდინატორის დანიშვნის შესახებ საზედამხედველო ორგანოების ერთობლივი გადაწყვეტილება ამ საზედამხედველო ორგანოების ოფიციალურ ვებგვერდებზე უნდა გამოქვეყნდეს.

2.თუ ფინანსური კონგლომერატის სათავეში რეგულირებული საწარმოა, კოორდინატორად დაინიშნება ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად გასცა ამ რეგულირებული საწარმოს საქმიანობაზე ნებართვა/ლიცენზია ან განახორციელა ამ საწარმოს რეგისტრაცია.

3.თუ ფინანსური კონგლომერატის სათავეში რეგულირებული საწარმო არ არის, კოორდინატორის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები/პირობები: ა) თუ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს მშობელი საწარმო შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოა, კოორდინატორად დაინიშნება ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც გასცა ამ რეგულირებული საწარმოს საქმიანობაზე ნებართვა/ლიცენზია ან განახორციელა ამ საწარმოს რეგისტრაცია სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად; ბ) თუ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ერთზე მეტი საწარმო, რომლებიც საქმიანობას სხვადასხვა ფინანსურ სექტორში ახორციელებენ, ლიცენზირებულია/რეგისტრირებულია საქართველოში, სადაც შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს სათავო ოფისია, კოორდინატორად დაინიშნება უდიდეს ფინანსურ სექტორში შემავალი რეგულირებული საწარმოს საზედამხედველო ორგანო; გ) თუ ფინანსური კონგლომერატის/ჯგუფის მშობელი საწარმო არ არსებობს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში კოორდინატორად დაინიშნება ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც გასცა უდიდესი ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო ღირებულების მქონე რეგულირებული საწარმოს საქმიანობაზე ნებართვა/ლიცენზია ან განახორციელა ამ საწარმოს რეგისტრაცია.

4.განსაკუთრებულ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან საერთო შეთანხმებით უარი თქვან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ კრიტერიუმზე, თუ, ფინანსური კონგლომერატის სტრუქტურის გათვალისწინებით, მისი გამოყენება არარელევანტურია, და კოორდინატორად სხვა საზედამხედველო ორგანო დანიშნონ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე საზედამხედველო ორგანოები ამის შესახებ ფინანსურ კონგლომერატს შეატყობინებენ. ფინანსურ კონგლომერატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას სარეკომენდაციო მოსაზრება საზედამხედველო ორგანოების მიერ მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარე აუდიტის კოორდინაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომპლაიანს გუნდების ტრენინგი კრიპტო რეგულირებაზესერვისის გვერდი
  • DAO-ს ტრეჟერის და მრავალსიგნატურიანი საფულის დაყენებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-19

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 11კოორდინატორის ამოცანები
  • 12საზედამხედველო ორგანოებისა და კოორდინატორის თანამშრომლობა (მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა)
  • 5რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82¹დამატებითი ზედამხედველობა
  • 79საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁶დამატებითი ზედამხედველობა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 11საზედამხედველო ორგანოების პასუხისმგებლობა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 40რეგულირებული შეთანხმების შესრულება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 119კონცენტრაცია

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 38საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 10კოორდინატორი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1152⁶38911982¹7940101821112510
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…უკანონო შემოსავლის ლეგ…რეაბილიტაციისა და კრედ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2023