1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც წესი, ხორციელდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში (გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა შეიძლება ისარგებლოს აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით.
2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.
3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით. აღნიშნულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას.
4.თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის გამოყენებით ირღვევა პენიტენციური დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოართვას აღნიშნული ტექნიკა და ის მის ახლო ნათესავს გადასცეს. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლო ნათესავი არ ჰყავს, ეს ტექნიკა პენიტენციურ დაწესებულებაში ინახება.
5.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკის გამოყენების პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
6.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც წესი, ხორციელდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში (გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა შეიძლება ისარგებლოს აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით.2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით. აღნიშნულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას.4. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის გამოყენებით ირღვევა პენიტენციური დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოართვას აღნიშნული ტექნიკა და ის მის ახლო ნათესავს გადასცეს. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლო ნათესავი არ ჰყავს, ეს ტექნიკა პენიტენციურ დაწესებულებაში ინახება.5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკის გამოყენების პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.