Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 115

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 115. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან მიმოწერის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს – პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

2.ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიმოწერის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

4.პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს ეს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.

5.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით, ხოლო ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, − მიმოწერისთვის საჭირო შესაბამისი საშუალებებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა გონივრული რაოდენობის საწერი საშუალება და ქაღალდი.

6.ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა. აღნიშნული შეზღუდვის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს და კორესპონდენცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ეგზავნება.

7.დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით უნდა გაიხსნას. აღნიშნული კორესპონდენციის ვიზუალური დათვალიერება მისი შინაარსის გაცნობის გარეშე უნდა განხორციელდეს.

8.პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, საქართველოს პროკურატურა, საბჭო. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4436 – ვებგვერდი, 02.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან მიმოწერის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს – პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. 2. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიმოწერის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 4. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს ეს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება. 5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით, ხოლო ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, − მიმოწერისთვის საჭირო შესაბამისი საშუალებებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა გონივრული რაოდენობის საწერი საშუალება და ქაღალდი. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა. აღნიშნული შეზღუდვის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს და კორესპონდენცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ეგზავნება. 7. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით უნდა გაიხსნას. აღნიშნული კორესპონდენციის ვიზუალური დათვალიერება მისი შინაარსის გაცნობის გარეშე უნდა განხორციელდეს. 8. პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი,სპეციალური საქართველოსსაგამოძიებო პროკურატურა,სამსახური, ადვოკატი, პროკურორი, საბჭო. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4436 – ვებგვერდი, 02.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
  2. 2 ოქტ. 2024
წინა მუხლი 114შემდეგი მუხლი 116

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-06-25
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

არასრულწლოვანთა მა… 87მუხლი 38მუხლი 116

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 101საჩივრის შეტანის უფლება
  • 100მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
  • 116სატელეფონო საუბარი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 94არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე
  • 89თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში
  • 64პატიმრობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165²ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი გასაჩივრება და გადასინჯვა
  • 191¹მოსამართლის უფლებამოსილება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში
  • 281შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 43ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72⁸მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²165²191¹28172⁸438794896411638101100115
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026