უფლების მფლობელს სამსახურის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენების (გამჟღავნების) უფლება აქვს: ა) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის დადგენის მიზნით სასამართლოში საქმის წარმოების დასაწყებად და საქმის წარმოებისას; ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ საქმეს აწარმოებენ იმ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები, სადაც შეჩერებულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებული საქონელი; გ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებულ საქონელთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასაწყებად და გამოძიების მიმდინარეობისას; დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად; ე) საქონლის განადგურებაზე ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი თანხმობის მისაცემად; ვ) საქონლის მფლობელისათვის ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხაზე თანხმობის მისაცემად.
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 11. სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხირას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი
იურისტი
კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300
ნინი ჩახუნაშვილი
სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
