Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 363²⁸

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363²⁸. ინფორმაციის მიღების უფლება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საპატენტო დავებიAI სასამართლო დავებისასამართლო დავასაავტორო უფლებების დაცვაIP მონეტიზაციაკრიპტო დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების პროცესში სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის თანაზომიერი და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე: ა) მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონლის წარმოშობის ან/და გასაღების ქსელის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე კანონდარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას; ბ) მოსთხოვოს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი კომერციული მასშტაბით სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირზე, რომელიც სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება/ქმედებები პირადი სარგებლობის მიზნით ხორციელდებოდა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მწარმოებლის, დამამზადებლის, დისტრიბუტორის, მიმწოდებლის ან/და საქონლის სხვა ადრინდელი მფლობელის, საბითუმო ან/და საცალო მოვაჭრის (რომლისთვისაც განკუთვნილია საქონელი, რომლითაც, სავარაუდოდ, ირღვევა განსაკუთრებული უფლება) სრულ სახელწოდებასა და მისამართს, აგრეთვე წარმოებული, დამზადებული, მიწოდებული, მიღებული ან შეკვეთილი საქონლის რაოდენობისა და ფასის შესახებ ინფორმაციას.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს პირი, რომელმაც სასამართლოს მიმართა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე შუამდგომლობით. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაციის მიწოდებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ეს ხარჯები გადანაწილდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.

5.ინფორმაციის მიწოდების შესახებ განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №122 · ძალაშია 11 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 11 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 363²⁷შემდეგი მუხლი 363²⁹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უნებლიე წვდომა პირადი ინფორმაციაზე9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უძრავი ქონების დაზიანება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტორის უფლებების დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №178

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁹ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
  • 363²⁷ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 11სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ
  • 4ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები
  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

დიზაინის შესახებ

  • 30¹დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 13მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
  • 25მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 68⁵პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁷უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66⁹ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68⁵66⁹14⁷363²⁹363²⁷30¹7011471325363²⁸
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ინტელექტუალურ საკუთრებ…დიზაინის შესახებსაქართველოს საგადასახა…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026