Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებმუხლი 23

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 23. პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უფლებამოსილი ორგანო პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება.

2.დაპატიმრების ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის მონაცემებსა და მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას; ბ) მითითებას, რომ პირის გადაცემას ითხოვს საერთაშორისო სასამართლო; გ) მითითებას, რომ პირს აქვს გასაჩივრებისა და დაცვით სარგებლობის უფლება.

3.თუ სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის დაპატიმრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ასეთი პირის მიმართ დაპატიმრების ნაცვლად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღკვეთის სხვა ღონისძიება.

4.დაკავებისას უნდა დადგინდეს, დაპატიმრებული პირის იდენტურობა საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაში მითითებულ პირთან. დაპატიმრებულ პირს განემარტება მისი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საფუძველი და გადაცემის გამარტივებული პროცედურა. დაპატიმრებული პირი დაიკითხება პირადი მონაცემების თაობაზე და განემარტება დაცვის უფლებით სარგებლობის შესახებ.

5.გადასაცემ პირს უფლება აქვს, დაპატიმრების შესახებ ბრძანების ასლის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1418 - სსმ I , № 19 , 28.04.2005 წ., მუხ. 141 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისი ს კანონი № 1737 - სსმ I , № 36 , 11.07.2005 წ., მუხ. 224 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი № 478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 ნოე. 2008
  2. 15 ივლ. 2005· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005
  3. 28 აპრ. 2005
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 დეკ. 2023 · №10

  • 3 ცვლილება · ბოლო 7 ნოე. 2008
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 24პატიმრობა გადაცემის მიზნით
  • 29პირის დროებითი გადაცემა
  • 21თხოვნის შინაარსი და თანდართული მასალები

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 39

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 174დაკავების წესი
  • 176დაკავებულის გათავისუფლების საფუძველი და წესი
  • 177შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34²პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია
  • 30უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება
  • 44საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁸სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24292121¹¹⁸17417617734²30443941¹23
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026