Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 80

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 80. მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

2.თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის 70-ე მუხლის „გ“, „დ“ ან/და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.

3.დისციპლინური პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ.

4.მსჯავრდებულისთვის 1 წლის განმავლობაში შეფარდებული დისციპლინური პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღე-ღამეს, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 150 დღე-ღამეს.

5.დისციპლინური პატიმრობა არ შეეფარდება 65 წელს მიღწეულ მსჯავრდებულს.

6.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს: ა) გამომცემი თანამდებობის პირის გვარი და სახელი; ბ) შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) სარეგისტრაციო ნომერი; დ) მითითება იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას; ე) დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ვ) დისციპლინური დარღვევის ჩადენის ადგილი და დრო (წელი, თვე, რიცხვი, საათი და წუთი), დარღვევის არსი. თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა შეუძლებელია, დარღვევის ჩადენის დროდ მიიჩნევა მისი გამოვლენის დრო; ზ) მოწმისა და დაზარალებულის (მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ მონაცემები; თ) მითითება დისციპლინური დარღვევის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე (მათი არსებობის შემთხვევაში); ი) დისციპლინური სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა (სახდელის ვადის მითითების გარეშე).

8.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს ამ განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება. აღნიშნული განმარტების თაობაზე მიეთითება დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

9.თარჯიმნის ან/და ადვოკატის მოწვევის შემთხვევაში ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

10.დისციპლინური დარღვევის ჩამდენ მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას.

11.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ასლი მისი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს.

12.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს პენიტენციური დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს ეკისრება.

13.მოსამართლე დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისთვის გადადება დაუშვებელია.

14.სასამართლო საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26 2 მუხლი.

15.სასამართლო საქმეს განიხილავს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას უფლება აქვს, სრული თანასწორობის საფუძველზე წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.

16.დისციპლინური პატიმრობის ვადაში ჩაითვლება მსჯავრდებულის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაზე. 2. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის 70-ე მუხლის „გ“, „დ“ ან/და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. 3. დისციპლინური პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ. 4. მსჯავრდებულისთვის 1 წლის განმავლობაში შეფარდებული დისციპლინური პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღე-ღამეს, ხოლო ამ მუხლის მე-2  ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 150 დღე-ღამეს. 5. დისციპლინური პატიმრობა არ შეეფარდება 65 წელს მიღწეულ მსჯავრდებულს. 6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს: ა) გამომცემი თანამდებობის პირის გვარი და სახელი; ბ) შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) სარეგისტრაციო ნომერი; დ) მითითება იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას; ე) დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ვ) დისციპლინური დარღვევის ჩადენის ადგილი და დრო (წელი, თვე, რიცხვი, საათი და წუთი), დარღვევის არსი. თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა შეუძლებელია, დარღვევის ჩადენის დროდ მიიჩნევა მისი გამოვლენის დრო; ზ) მოწმისა და დაზარალებულის (მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ  მონაცემები; მონაცემები; თ) მითითება დისციპლინური დარღვევის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე (მათი არსებობის შემთხვევაში); ი) დისციპლინური სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა (სახდელის ვადის მითითების გარეშე). 8. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს ამ განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება. აღნიშნული განმარტების თაობაზე მიეთითება დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში. 9. თარჯიმნის ან/და ადვოკატის მოწვევის შემთხვევაში ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში. 10. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას. 11. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ასლი მისი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს. 12. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს პენიტენციური დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს ეკისრება. 13. მოსამართლე დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისთვის გადადება დაუშვებელია. 14. სასამართლო საქმეს განიხილავს  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26 2 მუხლი. 15. სასამართლო საქმეს განიხილავს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას უფლება აქვს, სრული თანასწორობის საფუძველზე წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. 16. დისციპლინური პატიმრობის ვადაში ჩაითვლება მსჯავრდებულის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 79შემდეგი მუხლი 81

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 26²მუხლი 70

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 77ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას
  • 83დისციპლინური პატიმრობის აღსრულების ორგანიზება და კონტროლი
  • 81სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 205პატიმრობა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²⁰დისციპლინური სახდელები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 64პატიმრობა

პოლიციის შესახებ

  • 59¹დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 101დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა
  • 96დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³³აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა
  • 14³⁴აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების წესი

ამნისტიის შესახებ

  • 1

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²14³³14³⁴11²⁰20559¹641019617077838180
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…არასრულწლოვანთა მართლმ…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026