სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14³³. აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის აღსრულების პოლიციელს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

2.დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი პირის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა; ე) ეთიკის ნორმების დარღვევა.

3.დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ: ა) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი აღსრულების პოლიციელის რეპუტაცია, რაც გამორიცხავს მის მიერ მომავალში სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა აღსრულების პოლიციასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს რეპუტაციას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე აღსრულების პოლიციელმა ახალი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა.

4.დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება; ე) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; ვ) უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.

5.აღსრულების პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ოქტ. 2026

    ახალი მუხლი ადგენს აღსრულების პოლიციელის დისციპლინური გადაცდომის სახეებს, მძიმე გადაცდომის ნიშნებს და 7 სახის დისციპლინურ სახდელს, მათ შორის თანამდებობრივი სარგოს დაკავებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁴11¹⁹11²¹2175¹59¹598596561382014³³
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…პენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა