Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 90

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 90. სამსახურის ადგილობრივი საბჭო

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2.საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამსახურის 1 მოსამსახურე; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) 1 თანამშრომელი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2 წარმომადგენელი.

3.საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულება.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად სააგენტოს უფროსის წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი; გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი; დ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

5.სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

6.საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ამ კოდექსს.

7.საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით.

8.საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა; ე) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; ვ) გარდაცვალება; ზ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა; თ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება; ი) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.

9.საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.

10.საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას, მათ შორის, სასამართლო წარმომადგენლობას, ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).

11.საბჭოს სხდომაში მონაწილე პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაში მონაწილეობის შედეგად. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №419 – ვებგვერდი, 03.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 2. საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამსახურის 1 მოსამსახურე; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) 1 თანამშრომელი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2 წარმომადგენელი. 3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულება. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად სააგენტოს უფროსის წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი; გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი; დ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. 5. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 6. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ამ კოდექსს. 7. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. 8. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა; ე) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; ვ) გარდაცვალება; ზ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა; თ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება; ი) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია. 9. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით. 10. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას, მათ შორის, სასამართლო წარმომადგენლობას, ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები). 11. საბჭოს სხდომაში მონაწილე პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაში მონაწილეობის შედეგად. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №419 – ვებგვერდი, 03.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026

    პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში საბჭოს წევრი სააგენტოს თანამშრომელი ახლა სააგენტოს სრული სახელწოდებითა და სამართლებრივი სტატუსით არის მითითებული.

  2. 3 აპრ. 2025

    90-ე მუხლის მე-2 ნაწილში ამოღებულია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა რაოდენობა ერთიდან ორამდე გაიზარდა; მე-4 და მე-5 ნაწილები ამას შეესაბამება — საკოორდინაციო საბჭოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წარდგენა ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 89შემდეგი მუხლი 91

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 2 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 91საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ
  • 92საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 73სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66³სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება
  • 66⁴დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება
  • 47საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 23⁵საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 285სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 21საბჭო და მისი უფლებამოსილებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 27¹პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
737227¹23³23⁵28566³66⁴4721919290
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სისხლის სა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026