Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 21

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 21. საბჭო და მისი უფლებამოსილებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აუდიტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საბჭო არის სამსახურთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ამ კანონით. საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამსახურის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. ამ შემთხვევაში საბჭოში წარმოდგენილი პირები საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ. საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2.საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) ამ კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, დარგობრივ-პროფესიული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა; ბ) სამსახურის უფროსისთვის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების წარდგენა; გ) სამსახურის უფროსის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის კონსულტაციის გაწევა და საბჭოს პოზიციის რეკომენდაციის სახით წარდგენა; დ) სამსახურის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, აგრეთვე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა; ე) ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

3.საბჭო შედგება 7 წევრისაგან. საბჭოს წევრი უნდა იყოს არაპრაქტიკოსი, კომპეტენტური ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, აუდიტის, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან სამართლის სფეროში და ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.

4.საბჭოს შემადგენლობაში შედის თითო წევრი სამინისტროდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან, პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურები წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან წარდგენილ იქნება თითოეულიდან საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეარჩევს თითო კანდიდატურას პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის პროცესი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე უნდა იყოს.

7.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ამტკიცებს მათ.

8.საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს რომელიმე წევრი.

9.საბჭოს წევრი არ მონაწილეობს განსახილველი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში, თუ დავის საგანთან მიმართებით ინტერესთა შეუთავსებლობა არსებობს. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს საბჭოს შესაბამის წევრს, თუ ეს პირი პირადადაა დაინტერესებული განსახილველი საკითხით.

10.საბჭოს არ აქვს უფლება, განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობა უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

11.საბჭოს წევრობის კანდიდატი/საბჭოს წევრი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს.

12.საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ წილებს/აქციებს, ხმის უფლებას იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის საქმიანობის ზედამხედველობაც სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

13.საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

14.საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

რედაქციების შედარება

1. საბჭო არის სამსახურთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ამ კანონით. საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამსახურის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. ამ შემთხვევაში საბჭოში წარმოდგენილი პირები საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ. საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 2. საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) ამ კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, დარგობრივ-პროფესიული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა; ბ) სამსახურის უფროსისთვის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების წარდგენა; გ) სამსახურის უფროსის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის კონსულტაციის გაწევა და საბჭოს პოზიციის რეკომენდაციის სახით წარდგენა; დ) სამსახურის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, აგრეთვე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა; ე) ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. 3. საბჭო შედგება 7 წევრისაგან. საბჭოს წევრი უნდა იყოს არაპრაქტიკოსი, კომპეტენტური ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, აუდიტის, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან სამართლის სფეროში და ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედის თითო წევრი სამინისტროდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან, პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურები წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან წარდგენილ იქნება თითოეულიდან საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეარჩევს თითო კანდიდატურას პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის პროცესი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე უნდა იყოს. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ამტკიცებს მათ. 8. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს რომელიმე წევრი. 9. საბჭოს წევრი არ მონაწილეობს განსახილველი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში, თუ დავის საგანთან მიმართებით ინტერესთა შეუთავსებლობა არსებობს. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს საბჭოს შესაბამის წევრს, თუ ეს პირი პირადადაა დაინტერესებული განსახილველი საკითხით. 10. საბჭოს არ აქვს უფლება, განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობა უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა. 11. საბჭოს წევრობის კანდიდატი/საბჭოს წევრი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახიტერორიზმის ეკონომიკურიდაფინანსებისათვის დანაშაულისან/და (მათუკანონო შორის,შემოსავლის საფინანსოლეგალიზაციისათვის საქმიანობისან სფეროშისხვა დანაშაულის)ეკონომიკური ჩადენისთვისდანაშაულისათვის, ანაგრეთვე განზრახისხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს.დანაშაულისათვის. 12. საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ წილებს/აქციებს, ხმის უფლებას იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის საქმიანობის ზედამხედველობაც სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 13. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. 14. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო ბუღალტერია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 8საბჭოს უფლებები და მოვალეობები
  • 9საბჭოს სხდომა
  • 7საბჭოს შემადგენლობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 9ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 83საბჭო
  • 90საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა
  • 91საბჭოს გადაწყვეტილება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23²საბჭო
  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 31¹—

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 11საქსტატის საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31¹23²23³23⁹1192889783909121
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს ეროვნული ბ…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…ლატარიების, აზარტული დ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო