Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 91

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 91. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვაწინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ მსჯავრდებულმა (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს.

2.მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.

3.საბჭო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, საქმის ზეპირი მოსმენით განსახილველად დაშვების შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები.

4.პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

5.თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირ მოსმენაზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

6.მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

7.საბჭოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. სავალდებულოა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის 6 თვეში ერთხელ განხილვა. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე.

8.საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს მსჯავრდებულისთვის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ მსჯავრდებულმა (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს. 2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია. 3. საბჭო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, საქმის ზეპირი მოსმენით განსახილველად დაშვების შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები. 4. პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირ მოსმენაზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. 6. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. საბჭოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. სავალდებულოა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის 6 თვეში ერთხელ განხილვა. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე. 8. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს მსჯავრდებულისთვის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
წინა მუხლი 90შემდეგი მუხლი 92

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პაროლის სმენები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატიმართა უფლებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობით ვადამდე გათავისუფლება / "უდო" - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობითი გათავისუფლების განცხადებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 27¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 92საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ
  • 53მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა
  • 124მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 95არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
  • 74სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო
  • 72¹სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 285სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა
  • 284ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება
  • 89გაცდენილი ვადის აღდგენა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 27¹პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 5უფლების აღდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
727472¹27¹28528489955925312491
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სქესობრივი თავისუფლები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026