Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 49

ტურიზმის შესახებ

მუხლი 49. პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³22¹33¹44¹55¹66¹77¹88¹91011121314

1.ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილი თანამშრომელი ან იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.

1¹.ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეიძლება შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენის შემდეგ შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით იბეჭდება და სამართალდამრღვევს გადაეცემა.

1².ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ოქმის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს ოქმში, რის შემდეგაც ოქმის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა; ბ) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ქვითრის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ქვითრის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში, რის შემდეგაც ქვითრის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა.

1³.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმასა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, აგრეთვე მათი შედგენის, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2.რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

2¹.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

3.რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით განხორციელება − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

4.ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ შესაბამისი მომსახურების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4¹.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5¹.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6.ტუროპერატორის ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

6¹.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

7.ორგანიზაციის საქმიანობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

7¹.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

8.ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8¹.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

9.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

10.(ამოღებულია - 28.05.2026, №1630) .

11.(ამოღებულია - 28.05.2026, №1630) .

12.(ამოღებულია - 28.05.2026, №1630) .

13.(ამოღებულია - 28.05.2026, №1630) .

14.პირისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირი უფლებამოსილია დაჯარიმებული პირის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ივნ. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 ივნ. 2030-დან

1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილი თანამშრომელი ან იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება. 1 1 . ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეიძლება შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენის შემდეგ შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით იბეჭდება და სამართალდამრღვევს გადაეცემა. 1 2 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ოქმის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს ოქმში, რის შემდეგაც ოქმის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა; ბ) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ქვითრის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ქვითრის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში, რის შემდეგაც ქვითრის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა. 1 3 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმასა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, აგრეთვე მათი შედგენის, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის, ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს: ა) შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ბ) პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2 1 . საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას  1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. 4. საქმიანობის განხორციელება სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის მიერ, რომლებსაც თან არ აქვთ საიდენტიფიკაციო მოწმობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით. 5. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით ან/და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას  1 600 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით. 7. ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოფის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 8. ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 9. ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 10. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 11. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის მე-2−მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 13. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 14. პირისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირი უფლებამოსილია დაჯარიმებული პირის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026

    49-ე მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულია: ჯარიმის გადაუხდელობისას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ნორმა ამ მუხლში აღარ არსებობს.

  2. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 15 მაი. 2025

    49-ე მუხლის პირველ პუნქტში გაფართოვდა ოქმის შემდგენ პირთა წრე და დაემატა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი; მე-2 პუნქტში ჯარიმა დიფერენცირდა სერტიფიკატისა და დაზღვევის მიხედვით და დაემატა 2¹ პუნქტი, ხოლო 1⁴ პუნქტი ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №5

  • 2 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 48კანონის აღსრულების ზედამხედველობა და კონტროლი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 290³ამ კოდექსის 44 2 , 44 3 , 44 5 და 44 7 –44 12 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება
  • 240ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი
  • 239ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 46ამ კოდექსის 31-ე–45-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 25ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 13ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 13ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 12პასუხისმგებლობის საფუძველი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹²ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 94სამართალწარმოება ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13290³24023913¹²461225133051489449
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი პასუხის…დანაშაულის პრევენციის,…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026