საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

მუხლი 3. ტერმინის „პოპულარიზაცია“ განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 ოქტ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ინფორმაციად/ქმედებად მიიჩნევა, თუ, ობიექტური დამკვირვებლის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნებას ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობას ან ინცესტს დადებითად ან/და მისაბაძად წარმოაჩენს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/ქმედების შეფასებისას გაითვალისწინება აღნიშნული ინფორმაციის/ქმედების შინაარსი, ფორმა და სახე, მისი გავრცელების (მიწოდების)/განხორციელების ფორმა, მეთოდი და დრო, ის სივრცე, სადაც იგი გავრცელდა (მიწოდებულ იქნა)/განხორციელდა, ის ვითარება, რომელშიც იგი გავრცელდა (მიწოდებულ იქნა)/განხორციელდა, და ის პირები, რომლებიც ამ ინფორმაციის/ქმედების ადრესატები აღმოჩნდნენ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4172¹⁰8¹143¹59²24¹391083
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონი ოჯა…უმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …შეკრებებისა და მანიფეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა