შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

მუხლი 14

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეელვინ შეირიევიგიორგი გუბელაძე

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002წ., გვ.2 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4451 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 11 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ პუნქტში შეკრების აკრძალვის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადავიდა, ხოლო მე-2 პუნქტში გასაჩივრებადი აქტი ახლა სამინისტროს გადაწყვეტილებაა.

  2. · გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  3. მე-14 მუხლში უფლებამოსილი ორგანო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოა, პირველი პუნქტიდან ამოღებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინადადება, ხოლო მე-2 პუნქტში ვადა ციფრით ჩაიწერა.

  4. პირველ და მე-2 პუნქტებში ორგანოს დასახელება „ადგილობრივი მმართველობის ორგანო“ შეიცვალა „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოთი“; სხვა ნორმა უცვლელია.

  5. მე-14 მუხლში აღნიშვნა „არაკონსტიტუციურია“ ჩანაცვლდა ფორმულირებით „(არაკონსტიტუციურა დ იქნა ცნობილი)“; ნორმატიული შინაარსი არ შეცვლილა.

  6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დებულება „ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი“ არაკონსტიტუციურად არის აღნიშნული და მუხლის ბოლოს დაემატა ცვლილების წყაროს მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ილია ოკმელაშვილი

ილია ოკმელაშვილი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომიტეტის თავმჯდომარე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161118¹2151211¹3¹59²53¹10314
მნიშვნელობით ახლოსშეკრებებისა და მანიფეს…საქართველოს კანონი ოჯა…საქართველოს კონსტიტუცი…მაუწყებლობის შესახებქალთა მიმართ ძალადობის…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა