1.ბიუროს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე.
2.ბიურომ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
3.საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესის დამტკიცება, აგრეთვე ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების განსაზღვრა. სამინისტრო აღნიშნულ წესს საქართველოს მთავრობას ბიუროსთან შეთანხმებით წარუდგენს.
4.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივნისისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური პროფილების განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მათი სამინისტროსთვის ან ბიუროსთვის გადაცემა.
5.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ან პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის, აგრეთვე მისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულება 2025 წლის 1 ივნისამდე დაიწყო.
