Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 254

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 254. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴1⁵1⁶1⁷1⁸1⁹1¹⁰1¹¹23

1.ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს.

1¹.ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში  უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების  შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთანავე.

1².რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი.

1³.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 2027 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის 1 2 პუნქტით დადგენილი წესით.

1⁴.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად განცხადების ამ მუხლის 1 3 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

1⁵.სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია ზოგადი წესით ხორციელდება. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის ამ კანონით დადგენილი წესი. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარდგენილი აქვს, მაგრამ მასთან დაკავშირებით დასრულებული წარმოების ფარგლებში არ აქვს შესრულებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

1⁶.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეზე არ ვრცელდება.

1⁷.ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე, 31-ე და 32-ე მუხლებისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 1 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის, რომელიც სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული საწარმოსთვის გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა.

1⁸.2024 წლის 1 მაისიდან საწარმოს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) პარტნიორი/პარტნიორები, რომლის/რომელთა საკუთრებაში არსებული წილის/წილების ოდენობა 50 პროცენტს აღემატება, უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს/მიმართონ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნით. საწარმოს რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმო არ არის რეგისტრირებული: ა.ა) საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ; ა.ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სხვა საწარმოს წილის მესაკუთრედ; ბ) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში საწარმოზე არ არის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოს არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, არ აქვს წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია და არ აქვს გადახდილი შესაბამისი გადასახადი/მოსაკრებელი საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად.

1⁹.მარეგისტრირებელი ორგანო ამ მუხლის 1 8 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს. მარეგისტრირებელმა ორგანომ ეს ინფორმაცია იმავე ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის 1 2 პუნქტით დადგენილი წესით.

1¹⁰.ამ მუხლის 1 8 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება დასაშვებია აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 3 თვის გასვლისთანავე.

1¹¹.ამ მუხლის 1 8 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენისას პირი უფლებამოსილია თავად მოიძიოს იმავე პუნქტში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საწარმოს შესახებ ამ მუხლის 1 8 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეგროვება, თუ აღნიშნული მიმართვის წარდგენისას მონაცემების ასეთი გზით მოძიება იქნება მოთხოვნილი. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ამ მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. აღნიშნული საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს.

2.ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესა და სამეწარმეო საზოგადოებაზე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფირმო სახელწოდების შეცვლას მოითხოვენ.

3.2021 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტული წესდებების დამტკიცება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ელექტრონული პორტალის შექმნა; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო; დ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3884 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 18 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 19.03.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 20262025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს. 1 1 . ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში  უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების  შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთანავე. 1 2 . რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი. 1 3 . ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 20272026 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის 1 2 პუნქტით დადგენილი წესით. 1 4 . ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად განცხადების ამ მუხლის 1 3 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 1 5 . სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია ზოგადი წესით ხორციელდება. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის ამ კანონით დადგენილი წესი. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარდგენილი აქვს, მაგრამ მასთან დაკავშირებით დასრულებული წარმოების ფარგლებში არ აქვს შესრულებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება. 1 6 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეზე არ ვრცელდება. 1 7 . ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე, 31-ე და 32-ე მუხლებისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 1 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის, რომელიც სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული საწარმოსთვის გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა. 1 8 . 2024 წლის 1 მაისიდან საწარმოს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) პარტნიორი/პარტნიორები, რომლის/რომელთა საკუთრებაში არსებული წილის/წილების ოდენობა 50 პროცენტს აღემატება, უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს/მიმართონ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნით. საწარმოს რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმო არ არის რეგისტრირებული: ა.ა) საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ; ა.ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სხვა საწარმოს წილის მესაკუთრედ; ბ) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში საწარმოზე არ არის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოს არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, არ აქვს წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია და არ აქვს გადახდილი შესაბამისი გადასახადი/მოსაკრებელი საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად. 1 9 . მარეგისტრირებელი ორგანო ამ მუხლის 1 8 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს. მარეგისტრირებელმა ორგანომ ეს ინფორმაცია იმავე ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის 1 2 პუნქტით დადგენილი წესით. 1 10 . ამ მუხლის 1 8 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება დასაშვებია აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 3 თვის გასვლისთანავე. 1 11 . ამ მუხლის 1 8 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენისას პირი უფლებამოსილია თავად მოიძიოს იმავე პუნქტში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საწარმოს შესახებ ამ მუხლის 1 8 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეგროვება, თუ აღნიშნული მიმართვის წარდგენისას მონაცემების ასეთი გზით მოძიება იქნება მოთხოვნილი. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ამ მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. აღნიშნული საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესა და სამეწარმეო საზოგადოებაზე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფირმო სახელწოდების შეცვლას მოითხოვენ. 3. 2021 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტული წესდებების დამტკიცება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ელექტრონული პორტალის შექმნა; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო; დ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3884 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 18 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 19.03.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 მარ. 2025
წინა მუხლი 253შემდეგი მუხლი 255

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-03-19
3
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საჯარო რეესტრის შე… 20¹საქართველოს სამოქა… 32მუხლი 16მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 255

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 64გარდაქმნის რეგისტრაცია

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 21გარდამავალი დებულებანი

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 16გარდამავალი დებულებები

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 30გარდამავალი დებულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103გარდამავალი დებულებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 11გარდამავალი დებულებანი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 28გარდამავალი დებულებანი

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

  • 8¹გარდამავალი დებულება

ფაქტორინგის შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებები

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 17გარდამავალი დებულება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 41გარდამავალი დებულებანი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 9გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8¹20¹1132172110328163225564301633254
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…სოფლის მეურნეობისა და …საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025