Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებმუხლი 7

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

მუხლი 7. ბიოლოგიური ნიმუშის განადგურებისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და წაშლის წესები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ბიოლოგიური ნიმუში ნადგურდება გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიოლოგიური ნიმუში აღებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებაა. ამ მტკიცებულების შენახვის/განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

2.გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით: ა) მსჯავრდებულისა: ა.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით; ა.ბ) მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 50 წლით; ა.გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით; ა.დ) დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში − 75 წლით; ბ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა: ბ.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით; ბ.ბ) მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 10 წლით; ბ.გ) განზრახი დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით.

3.ბრალდებულის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდება და მისი მსჯავრდების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადით ინახება.

4.პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, ხოლო იმავე მუხლით განსაზღვრული სხვა საფუძვლით გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში გენეტიკური პროფილი ინახება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კატეგორიას.

5.ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება იმავე პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე.

6.პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური პროფილი ინახება ამ პირის გარდაცვალებიდან 10 წლის განმავლობაში, თუ გენეტიკური პროფილის შენახვისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვადა გასული არ არის.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №1

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 105საქართველოს სისხლი… 105მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებები
  • 3ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირები
  • 5ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება

პენიტენციური კოდექსი

  • 43¹ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 7⁴მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 34¹არასრულწლოვანი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 368მტკიცებულების განადგურება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 81გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 12გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26²²კონფისკებული ნიმუშის განთავსება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 29დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 27მიკვლევადობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²²3687⁴105105811234¹272943¹39857
მითითებამნიშვნელობით ახლოსდნმ-ის მონაცემთა ბაზის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025