საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2.პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა; ბ) მრავალპარტიულობა; გ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; დ) საკითხების თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა; ე) საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა; ვ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა; ზ) საჯაროობა; თ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.

3.პარლამენტის სამუშაო ენა არის ქართული.

4.პარლამენტის რეგლამენტი (შემდგომ − რეგლამენტი) არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მუშაობის წესს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №80820.07.2016კონსტიტუციური სარჩელი(6)
    პროცესუალური / დასაშვებობა
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2.  პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა; ბ) მრავალპარტიულობა; გ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; დ) საკითხების თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა; ე) საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა; ვ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა; ზ) საჯაროობა; თ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა. 3. პარლამენტის სამუშაო ენა არის ქართული. 4. პარლამენტის რეგლამენტი (შემდგომ − რეგლამენტი) არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მუშაობის წესს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3640102498946224721302331
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…შეზღუდული შესაძლებლობი…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს პარლამენტი…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს სავაჭრო-სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა