Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 113

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 113. კანონის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას.

2.კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას 1 კვირის განმავლობაში, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 1 დღეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება დასაშვებია ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, 1 დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენებით განხილვა და მიღება. თუ მიღებულია პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ და დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იმავე კვირის განმავლობაში იგი სამივე მოსმენით მიღებული არ იქნა, კანონპროექტის ამ რეგლამენტის შესაბამისად განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დაჩქარებული წესით მომდევნო პლენარული სხდომის კვირაში. თუ მიღებულია პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, მაგრამ იგი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში განხილული არ იქნა, პარლამენტის ბიურო კანონპროექტის განხილვის ახალ ვადას განსაზღვრავს.

3.კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ შეიძლება მიიღოს როგორც კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კანონპროექტის ინიციატორის წერილობითი, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

4.პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.

5.დაუშვებელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს.

6.კანონპროექტს, რომლის თაობაზეც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მას კენჭი ეყრება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას. 2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას 1 კვირის განმავლობაში, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 1 დღეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება დასაშვებია ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, 1 დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენებით განხილვა და მიღება. თუ მიღებულია პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ და დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იმავე კვირის განმავლობაში იგი სამივე მოსმენით მიღებული არ იქნა, კანონპროექტის ამ რეგლამენტის შესაბამისად განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დაჩქარებული წესით მომდევნო პლენარული სხდომის კვირაში. თუ  მიღებულია   პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, მაგრამ იგი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში განხილული არ იქნა, პარლამენტის ბიურო კანონპროექტის განხილვის ახალ ვადას განსაზღვრავს. 3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ შეიძლება მიიღოს როგორც კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კანონპროექტის ინიციატორის წერილობითი, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 4. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. 5. დაუშვებელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს. 6. კანონპროექტს, რომლის თაობაზეც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მას კენჭი ეყრება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 112შემდეგი მუხლი 114

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 114კანონის გამარტივებული წესით განხილვა და მიღება
  • 105კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი
  • 107კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 100კანონის დაჩქარებული წესით მიღება
  • 96კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
  • 98კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება
  • 93უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
  • 90უმაღლესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 28დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
  • 46კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2845467993901009698114105107113
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026