Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 114

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 114. კანონის გამარტივებული წესით განხილვა და მიღება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ კანონით განსაზღვრული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიურ ცვლილებას, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის ნორმების ნუმერაციის ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების გარეშე, პარლამენტის სხდომაზე შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით.

2.კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წინადადების საფუძველზე. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

3.პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.

4.კანონპროექტს, რომლის თაობაზეც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაუშვებელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა მისი გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ კანონით განსაზღვრული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიურ ცვლილებას, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის ნორმების ნუმერაციის ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების გარეშე, პარლამენტის სხდომაზე შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წინადადების საფუძველზე. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას. 3. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. 4. კანონპროექტს, რომლის თაობაზეც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის  შესახებ გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაუშვებელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა მისი გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 113შემდეგი მუხლი 115

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 106

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 113კანონის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება
  • 140სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა
  • 102კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 101კანონის გამარტივებული წესით მიღება
  • 100კანონის დაჩქარებული წესით მიღება
  • 96კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 90უმაღლესი
  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 20ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 46კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი

მაუწყებლობის შესახებ

  • 10კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46771020907910110096106113140102114
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს კონსტიტუცი…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026