Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 79

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 79. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.

2.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით.

3.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

4.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ.

5.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.

6.შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

7.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

8.თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ.

9.ამ მუხლის მე-2 –მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს.

10.წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია.

11.უმაღლესი საბჭოს წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

12.ფრაქციის წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

13.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი.

14.პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას ალტერნატიული წინადადების ავტორი დარბაზში არ იმყოფება ან იგი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს, ალტერნატიული წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება.

15.კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის მიღების შესახებ.

16.კანონპროექტი, რომელიც კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე. 2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით. 3. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით. 4. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ. 5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ. 6. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. 7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. 8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის  უმაღლესი საბჭოს ის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ. 9. ამ მუხლის მე-2 –მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს. 10. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. 11. უმაღლესი საბჭოს წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. 12. ფრაქციის წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი. 13. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. 14. პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას ალტერნატიული წინადადების ავტორი დარბაზში არ იმყოფება ან იგი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს, ალტერნატიული წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება. 15. კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის მიღების შესახებ. 16. კანონპროექტი, რომელიც კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 26 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 მარ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 78შემდეგი მუხლი 80

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2026 · №39

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 მარ. 2020
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 80

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 66ხმის მიცემა
  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 60პლენარული სხდომის დღის წესრიგი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 95კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
  • 98კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
  • 96კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 106კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
  • 107კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
  • 109კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 10 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები
  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10 (დ…8066111609598965410610710979
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026