Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 107

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 107. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების კანონპროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისთვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში განიხილავს. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და მას ერთიანად ეყრება კენჭი. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება ალტერნატიულ წინადადებებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.

2.პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების მიხედვით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 4 კვირის ვადაში, ამ რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ეგზავნება პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის.

3.პარლამენტის პლენარული სხდომისთვის მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების ფურცელი, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები, აგრეთვე ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც წამყვან კომიტეტს წარედგინა.

4.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან (ნაწილთან), მუხლთან, თავთან ან/და კართან დაკავშირებით, შეკითხვისა და დაზუსტებისთვის გამოვიდეს თითოჯერ. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისთვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისთვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.

5.შეკითხვების დასრულების შემდეგ კანონპროექტზე მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

6.კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდის კანონპროექტზე თანამომხსენებელი (არსებობის შემთხვევაში). მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

7.კანონპროექტზე თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. პარლამენტის წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ.

8.ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა გამოსვლების დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი (თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი) და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა − 5 წუთს.

9.წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო თუ 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამისთვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისთვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისთვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.

10.პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.

11.კანონპროექტზე მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ფრაქციის წარმომადგენელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან, თუ მისი გამოსვლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება. თუ გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო 3 წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს (გარდა მომხსენებლისა) უფლება აქვს, სიტყვით გამოვიდეს აგრეთვე სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან.

12.ფრაქციის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

13.დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების გამოკლებით. ეს მუხლები შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.

14.მეორე მოსმენისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას ალტერნატიული წინადადების ავტორი სხდომათა დარბაზში არ იმყოფება ან იგი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს, ალტერნატიული წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება.

15.კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ.

16.კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.

17.თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას.

წინა მუხლი 106შემდეგი მუხლი 108

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 102მუხლი 105

მიუთითებენ მასზე

მუხლი 109მუხლი 108

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 109კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
  • 106კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
  • 105კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 96კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
  • 98კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
  • 95კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება
  • 76კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 71კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 21²—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
387721²797671969895105109102108106107
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026