Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაუწყებლობის შესახებმუხლი 10

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ან თუ სასამართლო ამ კომისიის წევრს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან თუ აღნიშნული კომისიის წევრი თანამდებობიდან გადადგება ან გარდაიცვლება, საქართველოს პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2.თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განაჩენს კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

3.თუ კომისიის წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს მის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

4.კომისიის წევრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული კომიტეტი ადგენს ამ განცხადების ნამდვილობას, იმ გარემოებას, რომელიც მას საფუძვლად დაედო, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრს უფლება აქვს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში გამოითხოვოს და თავისი უფლებამოსილების განხორციელება გააგრძელოს.

5.კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს კომისიის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრის გარდაცვალებისას მისი უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს შეისწავლის და განიხილავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. კომისიის წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ.

7.საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: ა) კომისიის წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში; ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული საფუძველი დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ. საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. კომისიას, იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად − პლენარულ სხდომაზე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. თუ კენჭისყრისას მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია, ან თუ საქართველოს პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.

9.ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.

10.კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

11.კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლის მითითებით კომისია დაუყოვნებლივ აქვეყნებს თავის ვებგვერდზე. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1362 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3373 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №952 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3878 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3743 – ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №540 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №82 · ძალაშია 13 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 ივნ. 2025 – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 18 ივლ. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 14 მაი. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №85

  • 1 ცვლილება · ბოლო 14 მაი. 2025
  • 14 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 214საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება
  • 9პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
  • 33კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 60დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 30კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 50დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 4პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 131საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
  • 138საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁷კომისიის წევრის აცილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1412441⁷50603021493313113810
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…ეროვნული მარეგულირებელ…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №85 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026