Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 122

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 122. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ ამ 1 თვის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

2.საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც სხდომაზე დამსწრეთ გააცნობს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს პლენარულ სხდომაზე წარადგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს − პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი.

3.საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი სამი მოსმენით განხილული და მიღებული უნდა იქნეს ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის მიერ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვისა და მიღებისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.ამ რეგლამენტის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს მომდევნო მოწვევის პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი მოხსენების დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები ამ რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5.საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვა და მიღება დაუშვებელია.

6.საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების წარდგენა დაუშვებელია.

წინა მუხლი 121შემდეგი მუხლი 123

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 115მუხლი 88

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 119პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
  • 121საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა
  • 105კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
  • 46კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 88აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 110აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
  • 112უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 21²—

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 10საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
77454621²10887911011211588119121105122
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საკონსტიტუ…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026