1.კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული ფორმა დამტკიცებული აქვს. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის მიერ. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები; გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი; დ) საქართველოს კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება; ე) მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას; ვ) მოთხოვნის არსი; ზ) საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის ის დებულებები, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას; თ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ; ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
