Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 84

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 84. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

2.პირველ რიგში კენჭი ეყრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.

3.უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს კენჭს უყრის ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

4.თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

5.თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან რეგლამენტის 83-ე მუხლითა და ამ მუხლის მე-3–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

6.თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს უმაღლეს საბჭოს, მაგრამ გამოცხადებულია უმაღლესი საბჭოს არდადეგები ან უმაღლესი საბჭოს არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული. 2. პირველ რიგში კენჭი ეყრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო  შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას. 3.  უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს კენჭს უყრის ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. 4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. 5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან რეგლამენტის 83-ე მუხლითა და ამ მუხლის მე-3–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 6. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს უმაღლეს საბჭოს, მაგრამ გამოცხადებულია უმაღლესი საბჭოს არდადეგები ან უმაღლესი საბჭოს არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 26 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 აპრ. 2014

    84-ე მუხლში კენჭისყრასთან დაკავშირებული ფუნქციები სახელდებულია როგორც მხოლოდ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის; მე-9 პუნქტში ბარათებს აღრიცხავს აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი. დანარჩენი ცვლილებები გრამატიკულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 83შემდეგი მუხლი 85

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2026 · №39

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 აპრ. 2014
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 83

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 83მიღებული კანონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა , ხელმოწერა და გამოქვეყნება
  • 76კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 71კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 104აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
  • 91კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 10აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 10კანონის ხელმოწერა, გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
  • 15აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი
  • 9კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 19 (დანართი 1)კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 118საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19 (დ…20¹10837671104911015911884
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026