საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 129. კონცეფცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კონცეფცია არის დოკუმენტი, რომლითაც პარლამენტი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

2.კონცეფციის პროექტი პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. კონცეფციის პროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. კონცეფციას პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით, ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.პარლამენტისთვის წარდგენილი კონცეფციის პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტსა და სავალდებულო კომიტეტებს. პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონცეფციის პროექტი განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს.

4.პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ კონცეფციის პროექტს და მასთან დაკავშირებულ, მოტივირებულ დასკვნებს არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ წამყვან კომიტეტს, რომელიც კონცეფციის პროექტსა და დასკვნებს გადასცემს პარლამენტის ბიუროს კონცეფციის პროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

5.პარლამენტი კონცეფციას ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6.თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არაუგვიანეს 48 საათისა განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისა და კონცეფციის პროექტის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იგი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თავი XV. საერთაშორისო ხელშეკრულება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კონცეფცია არის დოკუმენტი, რომლითაც პარლამენტი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. 2. კონცეფციის პროექტი პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. კონცეფციის პროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. კონცეფციას პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით, ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. პარლამენტისთვის წარდგენილი კონცეფციის პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტსა და სავალდებულო კომიტეტებს. პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონცეფციის პროექტი განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს. 4. პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ კონცეფციის პროექტს და მასთან დაკავშირებულ, მოტივირებულ დასკვნებს არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ წამყვან კომიტეტს, რომელიც კონცეფციის პროექტსა და დასკვნებს გადასცემს პარლამენტის ბიუროს კონცეფციის პროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 5. პარლამენტი კონცეფციას ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არაუგვიანეს 48 საათისა განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისა და კონცეფციის პროექტის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იგი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თავი XV. საერთაშორისო ხელშეკრულება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45773639907111286851272269697102129
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა